შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„სოფლის მაშენებელი 2018“- „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ გადაცემა „აგროსიახლეებმა“ და „მაუწყებელთა ალიანსმა“ წარმატებული ფერმრები გამოავლინა.
29.12.2018
უკან დაბრუნება
„სოფლის მაშენებელი 2018“- „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ გადაცემა „აგროსიახლეებმა“ და „მაუწყებელთა ალიანსმა“ წარმატებული ფერმრები გამოავლინა. 5 კატეგორიაში გამარჯვებულები პარტნიორ მედიაში ხილვადობისა და სხვა ფერმერებისთვის ცოდნის გაზიარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. ნომინაციაში წლის ფერმერი -ახალგაზრდა მეცხვარე გიორგი იმერლიშვილმა გაიმარჯვა. წლის ქალი ფერმერის ტიტული კი მეფუტკრე მარიამ კილაძემ მოიპოვა. წლის ბიომეწარმედ კობა დვალიშვილი დასახელდა, რომელმაც რამდენიმე წელია კენკროვანი კულტურის ბაღი გააშენა. რაც შეეხება ახალგაზრდა მეღვინეს - ამ ნომინაციაში პრიზი ბექა ჯიმშელაძეს ერგო, გიორგი ციხელაშვილს კი წლის ვეტერინარის.