შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა მათემატიკური სკოლის ადმინისტრაციამ სოციალურად დაუცველი პატარები გაახარეს
28.12.2018
უკან დაბრუნება
ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა მათემატიკური სკოლის ადმინისტრაცია ტელეკომპანია რიონში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, მათ სკოლის მოსწავლეებთან ერთად სოციალურად დაუცველი პატარები გაახარეს. სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს და რამდენიმე შეჭირვებულ ოჯახს დამდეგი ახალი წელი სამახსოვრო საჩუქრებით მიულოცეს. დღესვე სკოლის მოსწავლეები ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრნენ და მოხუცებს მოახლოებული დღესასწაულები ალილოთი ახარეს.