შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე წარმატებით დასრულდა მოდულური პროფესიული პროგრამა „დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი“.
10.12.2018
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე წარმატებით დასრულდა მოდულური პროფესიული პროგრამა „დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი“. რომელიც „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ ხორციელდება ორწლიანი პროგრამა განკუთვნილია საბაზო განათლების მქონე ადამიანებისა და ნებისმიერ ასაკის თუ პროფესიის მსენელებისათვის. ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სწავლების პროცესი კი სრულიად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ ორი წლის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლნენ: ფანქრითა და წყლის საღებავებით ხატვის ელემენტებს, ნაკეთობებისათვის ესკიზების მომზადებას, მხატვრული თექის, ფარდაგების, ხალიჩების და გობელენების დამზადებას, ბუნებრივი და ქიმიური საღებავებით ღებვის მეთოდებს, ქსოვილების მოხატვის სხვადასხვა მეთოდებს - მოდულებთან ერთად შეისწავლეს მეწარმეობის საფუძვლები. კურსდამთავრებულებმა თავიანთი სადიპლომო ნაშრომები წარმოადგინეს. ორი წლის განმავლობაში მათი ნამუშევრები არაერთხელ გამოიფინა როგორც შიდა საუნივერსიტეტო და საქალაქო გამოფენებზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. პროგრამა მიღებას განაახლებს განაახლებს 2019 წლის გაზაფხულზე