შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა
10.12.2018
უკან დაბრუნება
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სასათბურე მეურნეობაში ჯამურად 780,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 312,000 ლარი გრანტია. აღნიშნული მეურნეობა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ დაათვალიერეს. სასათბურე მეურნეობაში წელიწადში 115 ტონა ბოსტნეულს აწარმოებენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.