შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2019 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელმაც სტარტი 6 ოქტომბერს აიღო,დღეს დასრულდა
07.12.2018
უკან დაბრუნება
2019 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელმაც სტარტი 6 ოქტომბერს აიღო,დღეს დასრულდა. ფინალურ შეხვედრებს კალათბურთსა და ფეხბურთში ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ოლიპმიადაში 40-მდე საჯარო თუ კერძო სკოლის, გოგონათა და ვაჟთა 150 მდე გუნდი მონაწილეობდა. მთელი ამ დროის განმავლობაში შეჯიბრებები სპორტის 7 სახეობაში მიმდინარეობდა . ფინალური თამაში 30-ე და 38-ე საჯარო სკოლებს შორის, ფეხბურთში გაიმართა და ანგარიშით 4:3, 30-ე სკოლელთა გამარჯვებით დასრულდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოსი წელს მე-5 ჩატარდა. საქალაქო ტურნირის გამარჯვებული გუნდები რეგიონულ, შემდეგ სეზონურ და რესპუბლიკურ ჩემპიონატებ ში ჩაერთვებიან. გამარჯვებულები კი მსოფიო ბავშვთა ჩემპიონატზე იასპარეზებენ,რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება.