შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებს
07.12.2018
უკან დაბრუნება
ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ შავლეგო ტაბატაძეს, როგორც ყოფილ გენერალს, შეხვედრას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ სთხოვს. სამხედროს მამა ირწუმება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს. გარდაცვლილი მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს. 31 წლის მირზა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ იღებდა. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრის მოთხოვნით გია ჩაჩუას არასდროს მოუმართავს.