შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მისიის ახალი ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი იმყოფებოდა
16.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მისიის ახალი ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი იმყოფებოდა. სტუმრები მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიიღო. გაეროს განვითარების პროგრამა ქუთაისში სხვადასხვა პროგრამების მხარდაჭერას გეგმავს. როგორც ნინო თვალთვაძემ განაცხადა, ადგილობრივ თვითმართველობას აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გააჩნია.ის ახალი ელჩის სტუმრობას დადებითად აფასებს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში ახლახანს ჩამოვიდა და ქუთაისი მისთვის პირველი გასვლითი ვიზიტია.