შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის მერიასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფომრდა
16.11.2018
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის მერიასა და ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფომრდა,რომლის მთავარი მიზანი სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის შესაბამისი გარემოს შექმნა და შესაბამისი განათლების მქონე პედაგოგთა მომზადებაა,რომლებიც პრაქტიკებს ბაგა-ბაღებში გაივლიან. ახალგაზრდებს მიეცემათ საკუთარი პროფესიით დასაქმების მეტი შანსი. მემორანდუმის ხელისმოწერამდე ქუთაისი ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და ქუთაისის მერიის მიერ წინასწარი კვლევები და ინტენსიური შეხვედრები ჩატარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან, დღის ცენტრის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოსა და ყველა იმ საერთასორისო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან,ვისთვისაც პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის პროცესში ამ სეგმენტის ადაპტაცია და გაჯანსაღება.