შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ნუ დააბრუნებ მწვალებლებს“ ამ შინაარსის წარწერები დღეს დილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პლაკატების გვერდით გამოჩნდა
16.11.2018
უკან დაბრუნება
,,ნუ დააბრუნებ მწვალებლებს“ ამ შინაარსის წარწერები დღეს დილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პლაკატების გვერდით გამოჩნდა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს,, მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქმის კურსში არაა და აღნიშნული პლაკატებისა და წარწერების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ,თუმცა მისი თქმით ეს ამომრჩევლისთვის ნაც მოძრაობის 9 წლიანი ძალადობრივი რეჟიმის შეხსენებაა, განსხვავებულად ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაში, მათი თქმით მზგავსი უკანონო ქმედებები ამომრჩეველზე გავლენას ვერ იქონიებს.