შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა
14.11.2018
უკან დაბრუნება
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა,ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიგა შუშანიამ, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წელს მიღებული, 244-ე განკარგულება გააპროტესტა, 244-ე დადგენილების საფუძველზე, ქუთაისმა ეკონომიკის სამინისტროს სრულიად უსასყიდლოდ მინი-ქალაქის მშენებლობისათვის პარლამენტის მიმდებარედ არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ უკან დაბრუნების პერსპექტივით გადასცა. ოპოზიციონერმა, საკრებულოს მისივე დადგენილების შესაბამისად მოქმედებისაკენ მოუწოდა. დადგენილების მიხედვით „ოცნების ქალაქის“ სახელწოდებით ცნობილი 270 მილიონიანი ინვესტიცია,რომელიც „ აია ინტერტაიმონტმს“ 2016 წლიდან 2-3 წლის ვადაში უნდა განეხორციელებინა ჯერ დაწყებულიც არ არის. ინვესტიცია რამდენიმე 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, სტადინს, კაზინოსა,სავაჭრო ცენტრების აშენებას გულისხმობდა. დეტალების გასარკვევად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და პიარის სამსახურის უფროსს დაუკავშირდით ნიკა ქამუშაძის განცხადებით,აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ანგარიშზე ირიცხება და ქუთაისის მუნიციპალიტეტისგან უკან გამოთხოვის თაობაზე მიმართვა არ შესულა.