შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2019 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება
13.11.2018
უკან დაბრუნება
2019 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება - სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მომავალი წლის გეგმებზე საუბრობს. ნიკა მესხის განმარტებით, ძირითადი სამუშაოები , რაც მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში ხორციელდებოდა უცხოელი სპეცილისტების რეკომენდაციით არის გაწერილი და ღონისძიებები მომავალ წელსაც გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსახლეობას მავნებელთან ბრძოლის შესახებ, ინფორმაცია მაქსიმალურად მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ამ რეგიონში მავნებლის გავრცელებას არ პროგნოზირებენ. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.