შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი საკუთარ შენობაში დროებით აღარ ფუნქციონირებს
11.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი საკუთარ შენობაში დროებით აღარ ფუნქციონირებს , ამის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც შენობაში მიმდინარეობს. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე აღნიშნავს, თეატრი მუშაობას არ წყვეტს და პატარა მაყურებლისთვის სპექტაკლებს მესხიშვილისა და ოპერის თეატრებში გამართავს. პროექტის მიხედვით, თოჯინების თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.