შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში საწვავის გაზრდილი ფასი გააპროტესტეს
11.11.2018
უკან დაბრუნება
საწვავის გაძვირება უდრის ყველაფრის გაძვირებას - ამ სლოგანით სამოქალაქო აქტივისტებმა დღეს საწვავის გაზრდილი ფასი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტი უძრავ მდგომარეობაში მყოფი მანქანებით და ტრანსფარანტებით გამოხატეს, მათ ხელისუფლებას აქციზის გადასახადის შემცირებისკენ მოუწოდეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეები მოცემულობის შეუცვლელობის შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.