შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ,,ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი
08.11.2018
უკან დაბრუნება
მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში, ქუთაისის ,,ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა, მასში მონაწილეობა, კონკურსის პირველ ეტაპზე გასულმა, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 80-მა უფროსკლასელმა მოსწავლემ მიიღო. ეროვნული ინტელექტუალური ჩემპიონატი ,,ეტალონი“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის მოტივირებას. წელს კონკურსის შედეგად, 2018 წლის ,,ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.