შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-თელავის „თელავი“-1:0
08.11.2018
უკან დაბრუნება
თელავის გივი ჩოხელის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე , დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში, ერთმანეთს ადგილობრივი თელავი და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდა. ტორპედოელები პირველივე ტაიმში აზაცკის გოლით დაწინაურდნენ,რომელიც საბოლოო აღმოჩნდა. თამაში ორმხრივი შეტევებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა . ტორპედო ამ გამარჯვებით თასის ფინალში გავიდა,სადაც გაგრას დაუპირისპირდება,რომელმაც თბილისის დინამო ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო, საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, 11 ნოემბერს,სამტრედიის სამტრედიასთან გამართავს.