შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა როლი აქვს ადგილობრივ თვითმართველობებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის და მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში
08.11.2018
უკან დაბრუნება
რა როლი აქვს ადგილობრივ თვითმართველობებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის და მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში? - სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ საკოორდინაციო შტაბიდან ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე იღებდა წამლობის შესახებ ინფორმაციას და მოსახლეობამდე მისი მიტანა უკვე მათი ვალდებულება იყო. ნინო შეწირული განმრტავს, რომ ამ პროცესში ხარვეზები იყო, რაც 2018 წელს ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია. მართალია ეს ხარვეზები ეტაპობრივად სწორდებოდა, თუმცა საბოლოოდ გაფრთხილების მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილება მაინც გამოიწვია. სპეციალისტი ფიქრობს, რომ გამოცდილების გათვალისწინებით მომავალ წელს უკეთესი შედეგი იქნება. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.