შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალად სამეგრელო, გურია აჭარა, იმერეთი და აფხაზეთი მიიჩნევა
08.11.2018
უკან დაბრუნება
საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალად სამეგრელო, გურია აჭარა, იმერეთი და აფხაზეთი მიიჩნევა, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე მავნებლის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, არ მომხდარა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული მომენტისთვის, აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას პრობლემა არ დგას. უწყების ინფორმაციით, მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ფერომონიანი დამჭერები აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებშიცაა განთავსებული და შედეგები შეშფოთების საფუძველს არ იძლევა. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.