53 წლიანი ისტორია და შოთა რუსთაველის სახელობის ხიდი რეაბილიტაციის მოლოდინში. ქუთაისის მერია ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ხიდის მშენებლობა 1962 წელს დაიწყო და მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებისა , 1965 წლის 7 ნოემბერს დასრულდა. ბოლო რეაბილიტაცია ხიდს 2014 წელს ჩაუტარდა. რა იგეგმება ამჯერად და როგორია პროექტი-თინათინ სულაკაძემ და ზაზა იმნაძემ გაარკვიეს. დეტალები ნახეთ მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტში პირობითი სახელწოდებით -რუსთაველის სახელობის ხიდის 53 წლიანი ისტორია .