შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტემპერატურის დაცემასთან ერთად აზიურმა ფაროსანამ უკვე საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა
06.11.2018
უკან დაბრუნება
ტემპერატურის დაცემასთან ერთად აზიურმა ფაროსანამ უკვე საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა, რათა მათ აზიური ფაროსანა მექანიკური მეთოდებითა და სახლის პირობებში დაშვებული პრეპარატებით გაანადგურონ. უწყებაში მოსახლეობას ურჩევენ შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოცემულ ბროშურასაც გაეცნონ, სადაც აზიურ ფაროსანასთან სახლის პირობებში ბრძოლის დეტალური რეკომენდაციებია მოცემული. სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ხერხებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხიც გვესაუბრება. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.