შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით თეთრ ხიდს არავითარი საშიშროება არ ემუქრება“
06.11.2018
უკან დაბრუნება
,,კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით თეთრ ხიდს არავითარი საშიშროება არ ემუქრება“ ამის შესახებ კონსტრუქტორმა ჯონი ნასარეიამ მედიასთან საუბარში განაცხადა. ნასარეიამ თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან , (კონსტრუქციულ მდგრადობასთან) დაკავშირებით დასკვნა მოამზადა, რომელიც პროექტს თან ახლავს. დასკვნაში ნათქვამია რომ ,,თეთრი ხიდი 80-იან წლებში წარმოადგენდა საავტომობილო გადაადგილების საშუალებას, შესაბამისად მისი კონსტრუქცია, გათვლილია საავტომობილო დატვირთვაზე. 80-იან წლებში აღნიშნულ ხიდზე ასფალტის საფარი მოეწყო, რომლის წონა ბევრად აღემატება ამჟამინდელი საფარის წონას.ასევე ხიდის ამჟამინდელი დატვირთვა არის საფეხმავლო და ბევრად ნაკლებია ვიდრე იყო გასული საუკუნის მიწურულს.“