შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-თბილისის „დინამო“-2:2
05.11.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და თბილისის დინამო დაუპირისპირდა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ტორპედოს უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმი ფრედ - 0-0 დასრულდა, მეორე ტაიმში, ტორპედოს მცველების შეცდომით დინამომ გოლი გაიტანა , რასაც მეორე გოლიც მოჰყვა. შეხვედრის ბოლო წუთებში ტორპედომ ძალების მობილიზება შეძლო და დინამოს ზედიზედ ორი გოლი გაუტანა, საბოლოოდ მატჩი 2-2 დასრულდა. მოპოვებული ერთი ქულით , ტორპედო სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს 56 ქულით ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში, 7 ნოემბერს თელავში, ადგილობრივ გუნდთან გამართავს, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტური 11 ნოემბერს ზესტაფონში გაიმართება, სადაც ქუთაისური გუნდი სამტრედიას დაუპირისპირდება.