შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება
05.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.მერიამ შემსრულებელი კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამუშაოების წარმოების ვადა გაზარდა. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, პროექტში გარკვეული ცვლილება შევიდა, რამაც დროის და თანხის დამატება გამოიწვია. აღნიშნული ცვლილების გამო კომპანია 20 000 ლარს მიიღებს. რაც შეეხება ვადებს, სამუშაოების ერთი ნაწილი დასრულებულია , ნაწილი კი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. 1 056 000 ლარიან პროექტს "საქმილსადენმშენი" ახორციელებს.