შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გურიაში სიმინდის კარგი მოსავალი მიიღეს
05.11.2018
უკან დაბრუნება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შეფასებისას, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ სამუშაოებს დადებითი ეფექტი ჰქონდა და ამის ნათელი მაგალითი გურიაში მიღებული სიმინდის კარგი მოსავალია. გადაცემა „აგრომობილი“ სოფელ ცხემლისხიდში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. ზვიად გობრონიძეს მიმდინარე წელს სიმინდი ნახევარ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა დათესილი და ამბობს, რომ მოსავალი ბევრად უკეთესი იყო ვიდრე შარშან, როდესაც კულტურა 1 ჰექტარზე ჰქონდა გაშენებული. ამის მთავარი მიზეზი კი აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზიანი იყო. ფერმერი ამბობს, რომ გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გაატარა და კულტურა შეწამლა. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.