შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან ერთად, ბარათაშვილისა და დუმბაძის ქუჩის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
04.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან ერთად, ბარათაშვილისა და დუმბაძის ქუჩის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. დუმბაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე კაპიტალურად მოეწყობა- გზის საფარი, სანიაღვრე არხი და საფეხმავლო ბილიკები. დუმბაძის ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია ,,დაგი პლიუსი" აწარმოებს, პროექტის ღირებულება 1 მლ ლარია. დუმბაძის ქუჩაზე ასევე მიმდინარეობს 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოები და ძველი წყლის მილები ახლით იცვლება. სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოებს კომპანია ,,გზამშენი 21-ე საუკუნე " ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 მლ ლარს შეადგენს.