შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შემოქმედებით სახლში „ჯარისკაცის მამა“ ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის კლუბის პრეზენტაცია შედგა
25.09.2018
უკან დაბრუნება
შემოქმედებით სახლში „ჯარისკაცის მამა“ ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის კლუბის პრეზენტაცია შედგა. კლუბი ინტელექტუალურია და მიზნად ისახავს დამწყები ხელოვანების შემოქმედების გაცნობას და შეფასებას. რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმში გამართული საღამო რეჟისორის „ღიმილის ბიჭების“ 50 წლის იუბილეს მიეძღვნა, შეხვედრას ფილმის გმირები კახა ქორიძე და გოჩა ლომია დაესწრნენ. საიუბილეო საღამოზე რეჟისორის მეგობრები, თბილისიდან მოწვეული სტუმრები, სამღვდელოება და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იმყოფებოდა. დღის ბოლოს დამსწრე საზოგადოებამ კინო საქართველოში განთავსებულ რეზო ჩხეიძის დარბაზში გადაინაცვლა. სადაც რეჟისორის ყველა კინო აფიშაა წარმოდგენილი.