შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის მშენებლობა მარტვილში
21.09.2018
უკან დაბრუნება
მარტვილის ცენტრალურ პარკში, სადაც სამაჩაბლოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი დგას, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სამუშაოების ღირებულება 1700 ლარს შეადგენს. მემორიალის გახსნა აფხაზეთის დაცემის დღისთვის იგეგმება. სამუშაოს დაწყება დეკანოზმა მამა გოჩამ აკურთხა.