შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„მაუწყებელთა ალიანსმა“ ჟურნალისტებს, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების წარმომადგნლებს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა
18.09.2018
უკან დაბრუნება
მაუწყებლობის შესახებ კანონში 2018 წლის დასაწყისში განხორციელებული ცვლილებები, მედიაპოლარიზაციის გავლენა მცირე მაუწყებლებზე, ახალი ინსტრუმენტები მედია თავისუფლების წინააღმდეგ, - „მაუწყებელთა ალიანსმა“ ჟურნალისტებს, საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების წარმომადგნლებს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. გაერთიანების წევრების განცხადებით დონორი ორგანიზაციების მიერ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონული მედიის მხარდაჭერა შესუსტებულია. აღნიშნული ფაქტორები კი მცირე რეგიონულ მედიასაშუალებებზე უარყოფით გავლენას ახდენს. მიმდინარე წლის განმავლობაში წარმოებული მედიადაკვირვების შედეგად, „მაუწყებელთა ალიანსის“ წევრებმა რეკომენდაციებიც წარადგინეს: უნდა გადაიხედოს მაუწყებელთა რეგულაციები, რეკლამის (სოციალური, კომერციული და პოლიტიკური), წინასაარჩევნო და საავტორო უფლებების ნაწილში. ასევე უნდა გადაიხედოს საგადასახადო პოლიტიკაც. ბიზნესი და საბანკო სექტორი მეტი სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მედიასთან ურთიერთობას, ამასთან ბანკებმა უნდა შექმნან სესხებზე ხელმისაწვდობა საშუალო და მცირე მედიასაშუალებებისთვის. ხოლო დონორი ორგანიზაციები, უნდა ერიდონ პოლარიზებული მედიების გაძლიერებას და მეტი რესურსი მიმართონ დამოუკიდებელ, მცირე, რეგიონულ აქტორებზე, მათ შირის მედიასტარტაპებზე.