შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიგა შუშანია ქართულ ოცნებას პლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს
18.09.2018
უკან დაბრუნება
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი გიგა შუშანია ქართულ ოცნებას პლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს.მისი თქმით,სახელმწიფო ქალაქის ცენტრში ყოფილი მუზეუმის ისტორიულ შენობას და მიმდებარე ტერიტორიას პირდაპირი წესით ასხვისებს ბიზნესმენ თემურ ჭყონიაზე, ის ასევე ამბობს რომ კომპანია „კოკა-კოლამ“ სალომე ზურაბიშვილის ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა,სწორედ ამის სანაცვლოდ გადაწყვიტა მთავრობამ ტერიტორიის გასხვისება სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადასაცემად კი ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა ხვალ ჩანიშნა,სადაც მხოლოდ ერთი საკითხია განსახილვევლი. აღნიშნულ ბრალდებას ეკონომიკის სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა უპასუხა.