შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წელს პირველად საარჩევნო კანონმდებლობის ისტორიაში პარტიები უბნებზე მათი კომისიის წევრებს ელექტრონულად დაარეგისტრირებენ
15.09.2018
უკან დაბრუნება
წელს პირველად საარჩევნო კანონმდებლობის ისტორიაში პარტიები უბნებზე მათი კომისიის წევრებს ელექტრონულად დაარეგისტრირებენ. ამ ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ქუთაისის 123 უბანზე უკვე დანიშნეს პარტია პატრიოტთა ალიანსმა და ევროპულმა საქართველომ. რაც შეეხება მმართველ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას, მათ კომისიის წევრების ელექტრონულად დანიშვნის ვადა 16 სექტემბრამდე აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად თითო უბანზე ქართულ ოცნებას 3, ხოლო სამ პარტიას: ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და პატრიოტთა ალიანსს ერთი კომისიის წევრის დანიშვნა შეუძლიათ.