შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ პარტიის წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა
15.09.2018
უკან დაბრუნება
მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ პარტიის წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე ისაუბრა. პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო დასკვნა წარმოადგინეს, აღნიშნულ დოკუმენტში სავარაუდო მოსყიდვის მიზნით დაარსებულ ფონდზეა საუბარი, რომლის ხელმძღვანელი ,,ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი და ერთ-ერთი ააიპის დირექტორია. აღნიშნულ ბრალდებას ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ უპასუხა, მისი განცხადებით, ფონდი არც მერის და არც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არ არის.