შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
15.09.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტობე" ასრულებს.აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ მომხდარა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ექმნებოდა გადაადგილების პრობლემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ძელქვიანის მაჟორიტარი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ნანა შენგელია გაეცნენ. ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.