შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სკეიტ პარკი გაიხსნა
15.09.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში სკეიტ პარკის გახსნას იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, საქართველოს სკეიტბორდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ბოჟაძე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ. სკეიტ შოუში მონაწილეობა ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებმაც მიიღეს. ქუთაისში სკეიტ პარკი ოლიმპიურ სტანდარტებს შეესაბამება და მალე ადგილზე ჩემპიონატებიც მოეწყობა. სკეიტ პარკი ქუთაისის მერის ინიციატივით მოეწყო და სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 197 000 ლარი დაჯდა.