შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პირველად ქუთაისში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
14.09.2018
უკან დაბრუნება
პირველად ქუთაისში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების სააგენტო საქართველოს, ქუთაისის მერიასთან, გაეროს ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ,,ქუთაისის გაეროს მოდელირება 2018“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და კომუნიკაბელურობას. გაეროს მოდელირებაში 18-დან 25 წლამდე ასაკის 60 ახალგაზრდა მონაწილეობს, მათ შორის, ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებიდანაც. ხვალ გაეროს გენერალური ასამბლეის იმიტირება მოეწყობა, სადაც დელეგაციის წარმომადგენლები მიგრაციის საკითხებზე იმსჯელებენ.