შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტელე-რადიო კომპანია რიონს ქუთაისის მკვიდრი გივი ლეჟავა დაუკავშირდა
14.09.2018
უკან დაბრუნება
ტელე-რადიო კომპანია რიონს ქუთაისის მკვიდრი გივი ლეჟავა დაუკავშირდა, ხანდაზმული მამაკაცი პუშკინის 4 ნომერში ცხოვრობს. მოქალაქე მისი საცხოვრებელი ბინის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მშენებლობის წინააღმდეგია. ამბობს რომ მერიას არა ერთი განცხადებით მიმართა, მიღებული პასუხები კი მისთვის არადამაკმაყოფილებელია. ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, წერილობით განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ სამშენებლო დოკუმენტის პროექტი დამუშავებულია, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილების მოთხოვნათა გათვალისწინებით.