შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტი ,, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდასაჭერად
12.09.2018
უკან დაბრუნება
ფონდი აფხაზინტერკონტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერა“ . დღეს პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო აქცია შედგა. აქცია იმ ბენეფიციარებზე გავრცელდა, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, 20-მა ბავშვმა სასკოლო ჩანთა და საკანცელარიო ნივთები მიიღო. პროექტის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფების დასაქმება, პროფესიული გადამზადება, მედიკამენტოზური დახმარება და შემეცნებით აქტივობებში ჩართულობა ხორციელდება.