მრავალგზის ჩემპიონს მიხეილ ქორქიას 70 წელი შეუსრულდებოდა
11.09.2018
უკან დაბრუნება
ქართველ კალათბურთელს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, მრავალგზის ჩემპიონს მიხეილ ქორქიას 70 წელი შეუსრულდებოდა. სპორტის მუზეუმში შეკრებილმა სპორტსმენებმა, კოლეგებმა, ვეტერანებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქუთაისის საკალათბურთო სკოლის მიერ აღზრდილი ლეგენდა მიხეილ ქორქია. დღესვე, სპორტის მუზეუმში გამოფენა ,,მიხეილ ქორქია-70“ მოეწყო.