შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხელისუფლების წარმომადგენლები კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი ქარხნის მშენებლობის გეგმას გაეცნენ
07.09.2018
უკან დაბრუნება
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ადგილზე გაეცნენ. კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოები პარლამენტის წევრებმაც მოინახულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ახალი ქარხნის მშენებლობის გეგმას გაეცნენ. ასევე დაათვალიერეს ყველა ის კრიტიკული წერტილი, რომელიც სამთო მოპოვების პროცესს უკავშირდება.ოფიციალური პირები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ.