შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა
12.10.2016
უკან დაბრუნება
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა. რუმინელი წარმოშობის - საფრანგეთში მოღვაწე თანამედროვე დრამატურგის - მატეი ვიშნიკის პიესა - „ პერპენტუმ მობილი“ ანუ რა ვუყოთ ამ ვიოლინოს?! იმირინდოს ფსევდონიმით ცნობილმა რეჟისორმა - გიორგი თავაძემ დადგა. სპექტაკლში მთლიანად ქუთაისის თეატრის დასია დაკავებული. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე წარმოდგენა მაყურებლისთვის საინტერესო იყო. ასევე განსაკუთრებული იყო პუბლიკისა და მსახიობების ერთ სივრცეში განთავსება.