შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში კრივის დარბაზი გარემონტდა
07.10.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავჯდომარე დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ახლად რეაბილიტირებული კრივის დარბაზები დაათვალიერეს. აკაკი კაკაურიძის სახელობის კრივის სპორტსკოლაში არსებული ორი დარბაზი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ ქალაქის მერიის ხელშეწყობით გაარემონტა. აღნიშნულ დარბაზებში ყოველდღიურად ორასამდე ბავშვი ვარჯიშობს. სავარჯიშო სივრცეებთან ერთად თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო გასახდელი, საუნა და საშხაპეები. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სპორტული ობიექტების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სპორტს მომავალშიც დიდ ყურადღებას დაუთმობს და სპორტული დარბაზების მოწესრიგება აქტიურად გაგრძელდება.