შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი გაიხსნა
07.10.2016
უკან დაბრუნება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კოოპერატივი „ზესტაფონური“ გაიხსნა, რომელიც დაფინანსებულია პროექტის “მცირე ფერმერთა კოოპერირების და წარმოების ხელშეწყობა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში. კოოპერატივის გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამჟამად კოოპერატივი 15 ფერმერისაგან შედგება.საქმიანობის ძირითადი სფეროა რძის ქარხნული ტექნოლოგიით გადამუშავება, იმერული ყველის,მაწონის, ნადუღის და სხვა რძის პროდუქტების წარმოება. ენპარდის პროგრამის ფარგლებში ტექნიკური გრანტის მიღებით შესაძლებელი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომლის სრული დაცვით კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქცია მიუახლოვდა სურსათის ეროვნული უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხსდა ხარჯთ-ეფექტურობას, ხელს უწყობს კონკურენციას,რომელიც დადებითად აისახება კოოპერრატივის წევრთა შემოსავალზე. ამ ეტაპზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებს ევროკავშირი 102 მილიონი ევროს მხარდაჭერას უწევს.