შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ომის 122-ე დღეს უკრაინაში ოკუპანტები პოზიციების გაუმჯობესებას აღმოსავლეთის ფრონტზე ცდილობენ
25.06.2022
უკან დაბრუნება
ომის 122-ე დღეს უკრაინაში ოკუპანტები პოზიციების გაუმჯობესებას აღმოსავლეთის ფრონტზე ცდილობენ. შეტევა არ წყდება სევეროდონეცკზე, ქალაქში სულ უფრო მეტი რუსული ტექნიკა და ცოცხალი ძალა შედის. თითქმის 4 თვიანი წინააღმდეგობის შემდეგ უკრაინელი სამხედროები ტერიტორიას ტოვებენ. საოკუპაციო ძალა აგრძელებს მასშტაბურ იერიშს უკრაინის სხვადასხვა მიმართულებით. იერიში მიაქვთ ძირითადად დასახლებულ პუნქტებზე. ღამის განმავლობაში, თითქმის 2 თვიანი პაუზის შემდეგ საოკუპაციო ძალამ ლვოვის ოლქი დაბომბა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არ საუბრობს განადგურებული ობიექტების შესახებ. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ 170 რუსი ჯარისკაცი გაანადგურა.ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 34 700 ოკუპანტი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.