შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ჰუმანიტარულ ფონდ სოხუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
06.04.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ჰუმანიტარულ ფონდ სოხუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას. ფონდი სოხუმის წარმომადგენლები ასევე აქტიურად იქნებიან ჩართული საბჭოს ფორმირებაში. გენდერული თანასწორობის საბჭო, ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში არაერთ ერთობლივ აქტივობას გეგმავს.