შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე ,მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან
19.01.2022
უკან დაბრუნება
მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. მისი თქმით, ნათლისღება იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. წირვის დასრულების შემდეგ წყალკურთხევა გაიმართა, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე დიდ აიაზმაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა. ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.