შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდ სტატისტიკა
18.01.2022
უკან დაბრუნება
კოვიდ სტატისტიკა და კოვიდ 19 ის პანდემიის ისტორიაში დამყარებული ანტირეკორდი, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა: თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 659 საიდანაც: 4 465 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 864, აჭარაში - 614, იმერეთში - 827. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.