შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქვეყანაში შემთხვევების 50% „ომიკრონია“
18.01.2022
უკან დაბრუნება
ქვეყანაში შემთხვევების 50% „ომიკრონია“,ამის შესახებ დღეს მედიასთან ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისივე თქმით ამ შტამით ინფიცირების მაჩვენებელში თბილისს მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი, ხოლო 17-20% რეინფიცირებაა. ამირან გამყრელიძის თქმით თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობაა იქ „ომიკრონის“ წილი 65%-ია, ხოლო რეგიონებში 30-35%-ის ფარგლებში . ამირან გამყრელიძემ ასევე „ბუსტერიზაციის“ გასაზრდელად შესაძლო ფულადი წახალისების დაწესებაზე ისაუბრა, მისი თქმით - 200 ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაწესდა კარგად იმუშავა და 3-ჯერ გაიზარდა 50 წელს ზევით მოქალაქეებში აცრის მაჩვენებელი.