შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხელფასების გაორმაგების, უფასო დაზღვევის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გაზრდის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით 390 სოციალური აგენტი რამდენიმე მუნიციპალიტედიდან გაიფიცა
17.01.2022
უკან დაბრუნება
ხელფასების გაორმაგების, უფასო დაზღვევის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გაზრდის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით 390 სოციალური აგენტი რამდენიმე მუნიციპალიტედიდან გაიფიცა . ერთ-ერთია ნინო ბოჭორიშვილი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებაში უფროს სოციალურ აგენტად 11 წელია მუშაობს. დღის ამბებთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოციალური აგენტები არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე მინიმალურ თანხაზე მუშაობენ, ასევე აღნიშნავს, რომ 2021 წლიდა სოციალური აგენტების ფიქსირებული ტანხა ასი ლარიდან 250 ლარამდე გაიზარდა და მას შემდეგ არ შეცვლილა. მისივე თქმით საპროტესტო აქცია არ შეწყდება იქამდე, ვიდრე ხელფასების მატება მათ არ შეეხებათ . რაც შეეხება ქუთაისს, როგორც ქუთაისის სოციალური მომსახურეოიბის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ჭიღლაძემ გვითხრა, საპროტესტო აქციას მხოლოდ ერთი სოციალური აგენტი, ხელმოწერის ფორმით შეუერთდა.