შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვიქტორ სანეევის ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს
13.01.2022
უკან დაბრუნება
ვიქტორ სანეევის ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს. ლეგენდარული სპორტსმენის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო იმერეთის ოლიმპიური კომიტეტისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით შედგა. სპორტის მუზეუმში შეკრებილმა საზოგადოებამ მის მიერ განვლილ წარმატებულ სპორტულ მოღვაწეობაზე ისაუბრა.სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი იყო, ასევე, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი.ვიქტორ სანეევი 1945 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში დაიბადა.1992 წლიდან ის ავსტრალიაში ცხოვრობდა ის დღეს ქალაქ სიდნეიში დაკრძალეს.