შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში ,მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
25.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში ,მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, მათ შორის არის საპენსიო ასაკის მოქალაქეები. ქუთაისში, ვაქცინაციის ყველა ცენტრში აცრა შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით. გარდა ამისა, კეთდება ე.წ. "ბუსტერ" დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები. საკოორდინაციო საბჭოს მიერ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის შედეგად, ქუთაისში აცრის მსურველთა რიცხვი, გაზრდილია. საკორდინაციო საბჭოს, შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს, მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა, პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.