შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წიგნის „ფერეიდანი-ისტორიულ-ფილოლოგიური რეალიები“ პრეზენტაცია გაიმართა
21.10.2021
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წიგნის „ფერეიდანი-ისტორიულ-ფილოლოგიური რეალიები“ პრეზენტაცია გაიმართა. ავტორებმა, რომლებიც 2 წლის განმავლობაში შეისწავლიდნენ ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ისტორიას, მოღვაწეობასა და მათი მხატვრული შემოქმედების ასპექტებს, ამ შესწავლის საფუძველზე შექმნეს წიგნი, რომელიც სპარსულ და ქართულ ენებზე გამოიცა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივეერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებულ ცენტრში, რომელიც 2017 წელს დაარსდა და დღეს ტარიელ ფუტკარაძის სახელს ატარებს, სწავლობენ უცხოეთში მცხოვრები ქართველების ისტორიას, იწერენ და მეცნიერულად ამუშავებენ ტექსტებს. როგორც აცხადებენ, ფერეიდნის შემდეგ იგეგმება თურქეთში, აშშსა და ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ქართველების ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა.