შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორია კოვიდ სტატისტიკა რეგიონებში, მოიმატა თუ არა ინფიცირების შემთხვევებმა
16.10.2021
უკან დაბრუნება
როგორია კოვიდ სტატისტიკა რეგიონებში, მოიმატა თუ არა ინფიცირების შემთხვევებმა. ჩვენ ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ, გოგი ონიანი სგანმარტებით მუნიციპალიტეტში 138 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება რომელთაგან უმეტესობა ბინაზე გადის მკურნალობას, დაინფიცირებულთაგან ერთი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგოომარეობა მძიმეა რომელიც იყო ორსულად ,ის თბილისში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს სადაც იმშობიარა, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია ხოლო დედა რეამინაციაშია. კოვიდ სტატისტიკის პარალელურად ჩვენ ვინტერესდებით აცრების მიმდინარეობის შესახებ, იმუნიზაციის ტემპის საერთო კლება დიდი ქალაქების პარალელურად რეგიონებზეც აისახა, ხარგაულის ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერი მაია ქასრაშვილი მისი მუნიციპალიტეტის მაგალითზე აღნიშნავს რომ ვაქცინაციის ცენტრში მიმართვიანობამ საგრძნობლად იკლო, და აცრების ტემპი ყველაზე მაღალი სექტემბრის თვეში დაფიქსირდა.